გუშინ, 13 აგვისტოს კიდევ ერთი ავტოავარია მოხდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში. მსუბუქი ავტომანქანა ველოსიპედით მოსეირნე ბავშვს დაეჯახა.
ჩვენი ინფორმაციით, ბავშვი რეანომობილით სასწრაფოდ გადაიყვანეს ქუთაისში.
მომხდართან დაკავშირებით “გურია ნიუსთან” შსს-ს პრესსამსახურიდან ასეთი კომენტარი გააკეთეს:
_საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.