ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, სავარაუდოდ, მგელმა ძროხა და ხბო დაჭამა. ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ნატანებიდან მიაწოდეს.
„ამ დილით მეზობლის ძროხა და ხბო მკვდარი, მტაცებელი ცხოველისგან დაჭმული ვიპოვეთ. დიდი ზარალი ნახეს ჩემმა მეზობლებმა. იქნებ ვინმე დაინტერესდეს ამ ამბით. ასე თუ შემოგვეჩვია მტაცებელი, მგელი იქნება თუ ტურა, არ ვიცი, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი. ისედაც ძლივს გააქვს თავი ხალხს“, _ გვითხრა სოფელ ნატანებში მცხოვრებმა სოსო ბოლქვაძემ.
მისივე თქმით, მსგავსი ფაქტი ნატანებში, ჯაფარეულას უბანში დიდი ხანია არ ახსოვთ.