პარტია ლეიბორისტების ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პარლამენტის საგანგებო სხდომის გამართვასა და სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებას ითხოვს.
როგორც ნათელაშვილმა განაცხადა, ბიუჯეტში აღმოჩენილია თანხა, რომლის მითვისებასაც მთავრობის წევრები აპირებენ.
შალვა ნათელაშვილი ასევე ხელისუფლებას მოუწოდებს თითოეულ ოჯახზე 1000 ლარიანი დახმარება გასცეს და დავალიანებები ჩამოაწეროს.
„დავირუსებულ ქვეყანაში საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლის მილიარდელი მეთაური უარს ამბობს გასცეს ფულადი კომპენსაციები კარანტინში მოქცეულ მოსახლეობაზე იმ მოტივით, რომ ამის საშუალება არ აქვს.
საქართველოს ბიუჯეტში აღმოვაჩინეთ ნახევარი მილიარდი, რომელიც გათვლილია მისათვისებლად და სახლში წასაღებად ამ მთავრობის წევრთა მიერ.
მოვითხოვთ, სასწრაფო კორექტირებას ბიუჯეტის, პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას და თითოეულ ოჯახზე ამ ტრაგიკულ პერიოდში ათასი ლარის დარიგებას, რათა სამუშაო დაკარგულმა, ხელფასაღკვეთილმა, საარსებო გარემოს მოწყვეტილმა ადამიანებმა შეძლონ თავის გატანა კრიზისულ პერიოდში“,_ განაცხადა ნათელაშვილმა.