დღეს, ჩოხატაურში, 9 აპრილს დაღუპული ნატო გიორგაძის სახელობის ტურნირი გაიმართა ბალახის ჰოკეიში.
გამარჯვება ჩოხატაურის გუნდმა მოიპოვა, II ადგილის მფლობელი აბაშა გახდა, III და IV ადგილები ქუთაისისა და ბათუმის გუნდებმა დაიკავეს.
ნატო გიორგაძის სახელობის თასი გამარჯვებულ გუნდს ნატო გიორგაძის დამ, მაია გიორგაძემ, გადასცა.
ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში განვითარებული სისხლიანი მოვლენებიდან 34 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დღეს, ჩოხატაურში ადგილობრივი ხელისუფლების წევრებმა, სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად 9 აპრილს გმირულად დაღუპული ნატო გიორგაძის საფლავს პატივი მიაგეს, 9 აპრილის სკვერში კი გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.