ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ინფიცირების ახალი შემთხვევების მცირედი მატება შეინიშნება,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
“პანდემიის კუთხით ვითარება არის სტაბილური, მაგრამ გასული კვირის მონაცემებთან შედარებით, შეინიშნება ინფიცირების შემთხვევების მცირედი მატება”,_ ამბობს ჯიბუტი.
ჩვენს კითხვაზე, არის თუ არა გამოკვეთილი მიმართულება, სადაც უფრო მეტი შემთხვევა ფიქსირდება, ჩოხატაურის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი გვპასუხობს:
“ყველა სოფელში ფიქსირდება თითო-ოროლა შემთხვევა. კონკრეტული მიმართულება,სადაც შემთხვევების მატება განსაკუთრებით აღინიშნება, გამოკვეთილი არ არის”,_ ამბობს ჯიბუტი.
ინფორმაციისთვის, ჩოხატაურში, გასულ კვირას, ინფიცირების 25 შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი მონაცემებით კი, ინფიცირების 33 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე კი, ჩოხატაურში, გამოვლენილია კორონავირუსის 9377 შემთხვევა. ინფიცირებულებიდან გამოჯანმრთელებულია 9265 პაციენტი, გარდაცვლილია 69.