ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი ნორვეგიაში საომარ სამხედრო წრთვნას ატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ნატოს წევრ 29 ქვეყანასთან ერთად წრთვნაში ფინეთი და შვედეთიც იღებენ მონაწილეობას.
როგორც EURONEWS წერს, ნორვეგიის გეოგრაფიული რელიეფის გამო, რთული არ არის იმის დანახვა, როგორ გადიან წრთვნას სამხედროები.
გავრცელებული ცნობით, წრთვნა მიზნად ისახავს ქვეყნის დაცვას „ფიქტიური აგრესორისგან“.
„ნატოს სამხედრო საქმიანობამ ჩვენს საზღვრებთან მიაღწია უმაღლეს დონეს ცივი ომის შემდეგ“,_აღნიშნული განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გააკეთა.
წრთვნები, რომელშიც 50 000 სამხედრო მონაწილეობს, 7 ნოემბერს დასრულდება.
მაუწყებლის ინფორმაციით, მსგავსი წრთვნა გასულ თვეს რუსეთმაც ჩაატარა და მასში 300 000 სამხედრო იყო ჩართული.