ნატო რუსეთს სამხედრო პოზიციის კარნახის უფლებას არ მისცემს,_ ამის შესახებ განცხადება გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა.
ინფორმაციისთვის, მოსკოვმა ჩამოაყალიბა მოთხოვნების სია, რომელიც მოიცავს ნატოს ბატალიონების გაყვანას პოლონეთიდან და ესტონეთიდან, ლატვიიდან და ლიტვადან, ქვეყნებიდან, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო.
რუსეთი ასევე ითხოვს იურიდიულად სავალდებულო გარანტიას, რომ ნატო უარს იტყვის ნებისმიერ სამხედრო აქტივობაზე აღმოსავლეთ ევროპასა და უკრაინაში. ასევე ეფექტურ ვეტოს უკრაინის მომავალ წევრობაზე – რაც დასავლეთმა უკვე გამორიცხა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ პრობლემა დიმპლომატიური გზით უნდა მოგვარდეს.
“ჩვენ განვიხილავთ რუსეთის წინადადებებს, მაგრამ არ შეიძლება, რომ რუსეთი კარნახობდეს ნატო-ს პარტნიორებს მათ პოზიციას”,_ განაცხადა კრისტინა ლამბრეხტმა.