ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრაში მონაწილე სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია გამოაქვეყნეს. დეკლარაციაში საუბარი საქართველოს შესახებაც არის. ისინი რუსეთს მოუწოდებენ, გაიყვანოს ჯარი.
„მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავისი ძალები მოლდოვიდან და საქართველოდან, რომლებიც იქ განლაგებულია მოლდოვისა და საქართველოს თანხმობის გარეშე“, – ნათქვამია ვაშინგტონის სამიტის დეკლარაციაში.