„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებით, მომიტინგეები ძალადობდნენ სამართალდამცველებსა და სახალხო დამცველზე.
„რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცედენტო ძალადობა სამართალდამცველებზე. თუ 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებით, სამართალდამცველები ძალადობდნენ მომიტინგეებსა და სახალხო დამცველზე, გუშინ, იმავე „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებით, მომიტინგეები ძალადობდნენ სამართალდამცველებსა და სახალხო დამცველზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ეს ადამიანები არასოდეს შეიცვლიან საკუთარ ბუნებას, სადაც არ უნდა იყვნენ – ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში. მნიშვნელოვანია, ყველამ, ვინც გუშინ უხეშად არღვევდა კანონს და ძალადობდა, კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. გამოვთქვამთ გულისტკივილს თითოეეული მშვიდობიანი მომიტინგის გამო, რომელმაც გუშინ თუნდაც უმნიშვნელო დაზიანება მიიღო. მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცველს გუშინდელი მოთმინებისთვის და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით მოქმედებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.