“ვაშაძე იქნება, გვარამია, ხაბეიშვილი,თუ ნებისმიერი სხვა, ეს ერთია, რომ მათ ერთიანობას გამოხატავს, ერთი კოლექტიური ნაცმოძრაობა, არავითარი განსხვავება არ არის მათ შორის, მეორე, ეს აჩვენებს იმას, რომ სრული დეფიციტი აქვთ, არც ერთი ლიდერი არ არის კოლექტიურ ნაცმოძრაობაში, საუბარია როგორ ხალხზე. წარმოიდგინეთ, როცა მეტი არჩევანი არ გაქვს ვიდრე ხაბეიშვილი, ვაშაძე, გვარამია და ასე შემდეგ, აქედან ჩანს როგორი საკადრო შიმშილია ნაცმოძრაობაში. არც ინტელექტი, არც კეთილსინდისიერება, არაფერი არ მოსდგამთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს წარმოადგენენ ნაცმოძრაობის ხელმძღვანელობას” _ განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved