დღეს, დილას რვის ნახევარზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა ალყა შემორტყეს და მოწოდებების შემდეგ, რომ პოლიციისთვის ძალისმიერი წინააღმდეგობა არ გაეწიათ, შენობაში შესვლა დაიწყეს. პირდაპირ ეთერში, ნიკანორ მელიამ განაცხადა, რომ იმისდა მიუხედავად, დაიჭერენ თუ არა მას, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
“მე მჯერა საკუთარი თავის და ჩემი მეგობრების; ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა და ჩვენ ყველა გაგვაერთიანა. ეს რეჟიმი დამარცხდება, დაწყებულია მათი დამარცხება და ეს ახლა და აქ ხდება…
მე ავიტანდი სხვადასხვა სახის შეურაცხყოფას, მაგრამ როცა საქმე ეხება ამ ქვეყნის სუვერენიტეტს… ეს ადამიანები არიან გავრილოვის წარმომადგენლები…. ყოველთვის ასე იყო, ქართველების რაღაც ნაწილი იდგა არასწორ მხარეს და ეს ყველაფერი, დაგვირგვინდება გამარჯვებით,“_ განაცხადა ნიკა მელიამ, რომელიც ამ წუთებში, პარტიის ოფისშია, არ აპირებს დაემორჩილოს სამართალდამცველებს ელოდება სამართალდამცველების შესვლას.