ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა იწყება.
როგორც წინა სხდომებს, არც ამ სხდომას არ ესწრებიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები.
“ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის დავით მჟავანაძის თქმით, ისინი ისევ ბოიკოტის რეჟიმში არიან.
” მას შემდეგ რაც პარლამენტმა რუსული კანონი მიიღო, პარტიის წევრები ბოიკოტის რეჟიმში ვართ და არც ახლა არ ვესწრებით სხდომას.
დღეს ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიაში იქნება საჩივრების განხილვა და იქ ვიქნები,” – გვითხრა დავით მჟავანაძემ.
ავტორი