„ნავებს დაურიგებთ ხალხს თუ გაიმეტებთ ცოტა ასფალტს?!“ _ წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე, რომელიც ფეისბქგვერდზე ნიკა გურულის სახელითაა დარეგისტრირებული და იქვე ლანჩხუთში, სოფელ ღრმაღელეში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ფეისბუქმომხმარებლის კითხვის ადრესატი ლანჩხუთის მერიაა.
აღნიშნული ფოტოები ნიკა გურულმა სოციალურ ქსელში ერთი თვის წინ ატვირთა და როგორც გავარკვიეთ, გზის ამ მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერაც არ გახორციელებულა.
როგორც ლანჩხუთის მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, მაკა სულაბერიძემ გვითხრა, ღრმაღელეში შემოვლითი გზის საპროექტო სამუშაოები უკვე დასრულებულია და ახლა ამავე სოფლის მეორე გზის პროექტის შედგენა მიმდინარეობს.