ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს რუსეთზე კიბერშეტევების განხორციელება შესთავაზეს. ამის შესახებ ინფორმაციას NBC ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ბაიდენს, მასშტაბური კიბერთავდასხმის ვარიანტების სია, რომლებიც რუსეთს უკრაინაზე თავდასხმაში შეაფერხებს, უკვე წარუდგინეს.
NBC ასევე წერს, რომ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, თუმცა საქმე ისეთ მასშტაბურ თავდასხმას ეხება, რომელიც არასდროს განხორციელებულა.
ასევე გამოცნების ცნობით, განიხილება ინტერნეტის შეფერხება რუსეთის მასშტაბით, ელექტროენერგიის გათიშვა და სარკინიგზო სისტემის შეფერხება.
[sexy_author_bio]