NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60% თავს დაუსაქმებლად, 40% კი დასაქმებულად მიიჩნევს. აქ იგულისხმება ნახევარი ან სრული განაკვეთის თანამშრომელი, ოფიციალური ან არაოფიციალური თანამშრომელი, თვითდასაქმებული.
ამასთან, გამოკითხულთა 22%-ის ოჯახის დანახარჯი თვეში 301-500 ლარია, ხოლო 21%-მა ამდენივე დაასახელა შემოსავლად. გამოკითხულთა 3% პროცენტის ოჯახის დანახარჯი და შემოსავალი თვეში 1600 ლარზე მეტია. გამოკითხულთა 1%-ს შემოსავალი საერთოდ არ აქვს, ხოლო 11%-ის შემოსავალი და დანახარჯი 180 ლარამდეა.
კვლევები ჩატარდა 29 ნოემბერი -19 დეკემბრის ჩათვლით. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო. საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9%.