იტალიის პოლიციამ უძლიერესი მაფიის, “ნდრანგეტას” წევრობაში ეჭვმიტანილი 61 ადამიანი დააკავა.
ისინი ეჭვმიტანილები არიან თაღლითობაში, ნარკოტიკებით ვაჭრობაში, მთავრობაში შეღწევაში და ადგილობრივი ფერმერების გამოძალვაში.
ოპერაციაში 500-ზე მეტი პოლიციელი იყო ჩართული, რომლის სამიზნე იყო სულ 167 ადამიანი – მათ შორის ათეულები ამჟამად ციხეში არიან.
გასულ კვირას 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს მთელ ევროპაში, რასაც პოლიცია ამბობდა, რომ ეს იყო ყველაზე დიდი ოპერაცია, რაც კი ოდესმე განხორციელებულა “ნდრანგეტას” წინააღმდეგ.
ათი ქვეყანა იყო ჩართული, 25 მილიონი ევროს (22 მილიონი ფუნტი) აქტივების ჩამორთმევით.
გამოძიებამ ასევე გამოავლინა მნიშვნელოვანი ახალი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ჯგუფის ზოგიერთი უმაღლესი დონე – მათ შორის კოვიდ პანდემიის დროს.
მისი ერთ-ერთი სავარაუდო ავტორიტეტი, პასკუალე ბონავოტა, გასულ თვეში ჩრდილოეთ ქალაქ გენუას საკათედრო ტაძარში დააკავეს.
გარდა ამისა, ასობით სხვა სავარაუდო მაფიოზი და კორუმპირებული ჩინოვნიკი დააპატიმრეს ან სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ეს მხოლოდ ერთია იმ 150 ოჯახიდან, რომლებიც ქმნიან “ნდრანგეტას” კრიმინალური ქსელის ნაწილს, რომელმაც აჯობა კოზა ნოსტრას, როგორც ყველაზე ძლიერ მაფიოზურ დაჯგუფებას იტალიაში და მოქმედებს მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში.
იტალიელი და ბელგიელი გამომძიებლები თვლიან, რომ დანაშაულებრივმა ჯგუფმა 2019 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის იანვრამდე დაახლოებით 25,000 კგ კოკაინი გადაიტანა და 22 მილიონ ევროზე მეტი გადაიტანა კალაბრიიდან ბელგიაში, ნიდერლანდებსა და სამხრეთ ამერიკაში.