https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

    რა აღმოაჩინეს გამომძიებლებმა ესპანეთში სარკინიგზო ავარიის ადგილას

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ნება მოგვეცით ჩავაყოლოთ” _ მამა სერაფიმეს ნაამბობი სახალისო ისტორიები

17:01; 24.01.2018
ა კიდო
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ალბათ, ბუნებრივია, რომ როგორც სხვაგან, სამღვდელო მსახურებაშიც ხდება ხოლმე კურიოზები, რაც ხანდახან გვიხალისებს და გვიმსუბუქებს მძიმე ყოფას. მინდა რამოდენიმე ასეთი შემთხვევაზე მოგიყვეთ” _ ამ მინაწერით დეკანოზი სერაფიმე დანელია რამდენიმე სახალისო ამბავს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომლებსაც “გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ.

***

ერთმა მორწმუნემ, რაც ტაძარში დაიწყო სიარული, წვერიც მოუშვა. ამან მის ოჯახში აურზაური გამოიწვია. განსაკუთრებით დედა ბრაზობდა და ემუქრებოდა შვილს, აი მივალ მამაოსთან და მოვთხოვ გაიპარსო წვერი, ნახავ თუ არ დამიჯერებსო… 

და აი, ერთ დღესაც, ეს ქალბატონი მოდის და მეუბნება თუ როგორ ვერ იტანს წვერს: 

“არ შემიძლია ამის ატანა, არ მიყვარს, არ მინდა,“ _ იმეორებს დაჟინებით…

_ დალოცვილო, _  ვუთხარი ბოლოს _  რომ ვერ იტან და არ გიყვარს, არც ამოგდის ეგ წვერი და ვისაც გვიყვარს და ვიტანთ, ამოგვდის და გვაცალე ვატაროთ-მეთქი“…

“ეს რა მითხრა მამაომ” _ ამბობდა თურმე სახლში მისული, _ “ვერაფრით მოვიფიქრე რა მეპასუხაო”

*** 

ეს შემთხვევა კი სტიქაროსანმა გამახსენა: ერთხელ გასვენებაში მიცვალებულის წესის აგების დროს, შემომიჩნდა ოჯახის ახლობელი, ეტყობა გასვენების საქმეების განმკარგავი და ხმამაღლა მიმეორებს: ,,დაუჩქარე, დაუჩქარეო“. 

ვითმინე, ვითმინე და ბოლოს მივუბრუნდი: ,,ახლა დამაცადე და გპირდები შენი წესის აგებაზე დავუჩქარებ-მეთქი“..
კაცი უცებ გაქრა…

***

ერთხელ წესის აგებისას შევამჩნიე, რომ მიცვალებულს გვერდზე, არც მეტი, არც ნაკლები, შიშველი ქალებით დასურათებული კარტების შეკვრა უდევს. ალბათ გახსოვთ ის დრო, მსგავსი სურათები რომ დაჰქონდათ გადამყიდველებს და ჩუმად ყიდნენ ასეთ საკითხებში ჯერაც ,,გაუნათლებელ” ქართველებზე…

_ რა არის ეს ქალბატონო? _ გაკვირვებულმა ვკითხე იქვე მდგომ ქვრივს, _ ამის ტარება ცოცხალი ადამიანისთვის არის ცოდვა და თქვენ მიცვალებულს ატანთ?

_ გთხოვთ მამაო, ნება მოგვეცით ჩავაყოლოთ, _ გაინაზა ქვრივი, _ სულ თან დაჰქონდა… უყვარდა საწყალს.

_ და თქვენ არ უყვარდით? _  მივუტრიალდი: _ და რა ვქნათ, ჩაგაყოლოთ?”

ქალს ფერმა გადაკრა და მერე კარტიც ამოიღო, სიგარეტიც, პირსაპარსიც და ანთებული ფანარიც…

***

თევდორესთან შეხვედრისას ყოველთვის მახსენდება ერთი სახალისო ეპიზოდი ჩვენი ეკლესიური ცხოვრებიდან. წლების წინ, როცა სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძარში ვმსახურობდი, ასეთი ტრადიცია გვქონდა: დიდი მარხვის დადგომასთან ერთად მრევლის მამაკაცები, ვისაც სურვილი ჰქონდა, პირველი და ბოლო კვირის მანძილზე ვრჩებოდით ეკლესიაში და ტიპიკონით გათვალისწინებულ ყველა მსახურებას ერთად აღვასრულებდით. მსახურება ჩვეულებრივ დიდხანს გრძელდებოდა, დაახლოებით 10 – 11 საათი, შესვენება კი მხოლოდ 2 საათი. 

იმ დროს თევდორე ეკლესიაში ახალი მოსული იყო და ყველაფერს ცოტა არ იყოს შიშნეულად უყურებდა. 

პირველსავე დღეს, როცა თევდორესთვის ეს ლოცვა არა და არ მორჩა და მისი ბრძოლაც ფიქრებთან და კუჭთან უფრო და უფრო გაუსაძლისი გახდა, გაისმა თუ არა ,,ლოცვა დამთავრდაო”, მრევლის სხვა წევრებთან ერთად ტრაპეზის გაშლას ფაციფუცით შეუდგა… 

როცა მაგიდა გაიშალა, გამოვედი, ლოცვა ვთქვით და დავსხედით. ავანთე პატარა სანთელი და ვთქვი: ,,სანამ ეს სანთელი ჩაქრება შეგვიძლია მივირთვათ,” თან ერთერთ მრევლთაგანს იმ დღის წმიდანის ცხოვრების კითხვა დავავალე… 

მალე სანთელი ჩაქრა და რადგან წიგნის კითხვა ჯერ არ დასრულებულიყო, ახალი სანთლის მოტანა დავავალე… უცებ მესმის ფხუკუნი…

რა ხდება? _ გადავხედე ბიჭებს.

_  რა და, ახლა თევდორე მეუბნება_ – სიცილს ძლივს იკავებს ერთი სტიქაროსანი _ მეორე სანთელს თუ აანთებდით თქვე დალოცვილებო, გეთქვათ, ლობიოში ამოვლებული პურის მუჭისხელა ლუკმებს დაუღეჭავად რომ ვყლაპავდი და კინაღამ რომ დავიხრჩვიო…

***

ერთ ხუთშაბათს წაჩხურუს მთებში მთავარანგელოზთა ეკლესიაში ვიყავი ასული. დღე უკვე მიილია და ჩემი წამოსვლის დროც მოვიდა. ის იყო დავაპირე ტაძრის კარების დაკეტვა, რომ ეკლესიაში ერთი შინაურულად ჩაცმული ქალი შემოვიდა.

ხელში სანთელში ამოვლებული თავისი სიგრძე სქელი ძაფი ეჭირა, რაც იმას ნიშნავდა რომ თუ რამე ღონეს არ მივმართავდი, ერთი საათი ლოდინი გამოწერილი მქონდა. თავიდან მოვუბოდიშე, მალე ეკლესია უნდა დავკეტო და გთხოვთ ეს სანთელი ტაძრის გარეთ დაანთეთ-მეთქი. მან კი ,თითქოს არაფერიო, მშვიდად მიამაგრა თავისი ორმეტრიანი სანთელი სასანთლეზე, აანთო და კმაყოფილი სახით დადგა მის წინ.

,,უკაცრავად, მაგრამ ვჩქარობ და მოდი, მაშინ ეს სანთელი ნაწილებად დავჭრათ და ისე დავანთოთ-მეთქი“ _ ვითომ მოვძებნე გამოსავალი.

ქალმა როგორც იქნა სიტყვა მაღირსა, მაგრამ უნუგეშო: “ასე მაქვს ჩათქმული, მთლიანი უნდა დავწვაო.“

“მთლიანად არ დაიწვება მაინც? რა მნიშვნელობა აქვს, დაჭრილი იქნება თუ მთლიანი?“ _ ვეკითხები.

“აქვს,“ _ მომიჭრა მოკლედ და ისეთი სახე დაიჭირა, თითქოს მთელი ცხოვრება აქ აპირებდა დარჩენას…

“მაშინ ახლა დავტოვოთ ეს სანთელი და მეორედ რომ ამოვალ, მე თვითონ დავანთებ და დავწვავ ბოლომდე-მეთქი“ _ კიდევ ერთხელ ვცადე ბედი, მაგრამ ვინ გისმენს,

“ასე მაქვს დაპირებული და მორჩაო.“

გულში მეცინება, მაგრამ უკვე მწარედ…

“სანთლის ეს ამხელა სიგრძეც თქვენ დაპირდით?“ _ ვეკითხები.

” დიახ,“ _ მიპასუხა ამაყად.

” და სიგანეს რატომ არ შეპირდით? სიგრძეს თუ აქვს მნიშვნელობა, სიგანემ რა დააშავა? გაგეკეთებინათ თქვენი სიგრძისა და სიგანის სანთელი, დაგიტოვებდით ტაძრის გასაღებს და მდგარიყავით აქ თვეობით,“_  გავიბრძოლე უკანასკნელად, მაგრამ უშედეგოდ. დალოცვილმა მხოლოდ ცალყბად გაიღიმა და კვლავ უსასრულობისკენ მომზირალი პოზა მიიღო…

***

ჩვენი საკურთხევლის მსახურებს შორის იყვნენ მიქაელი და გაბრიელი. ერთხელ საჭიროების გამო ოჯახში ექიმი ქალბატონი მოვიყვანე. აქვე იყვნენ ჩვენი ხსენებული სტიქაროსნებიც. როცა ექიმი თავის საქმეს მორჩა, უკვე ბნელოდა… 

_ გაგაცილებთ მანანა ექიმოო _ ეუბნება ფოფოდია.

_ არა, არ არის საჭირო, _ პასუხობს ექიმი.

_ არავითარ შემთხვევაში, _  თავი გამოიდო ჩემმა მეუღლემ _ აგერ არიან მიქაელ-გაბრიელი და ისინი გაგაცილებენო…

გენახათ, როგორ შეეცვალა სახე მანანა ექიმს…

_ არა! _  ეს უკვე კატეგორიული ტონით იყო ნათქვამი და სანამ ჩვენ გავაცნობიერებდით რაც მოხდა, ექიმი სიბნელეში გაუჩინარდა…

***

ეს ამბავი საქვეყნოდ სალაპარაკო გახდა. 

წირვის მსახურების მიმდინარეობის დროს, საკურთხეველში ამბავი მომიტანეს, ბეგლარი გარდაიცვალაო. ამ ბეგლართან წინა დღეს სათევზაოდ ვიყავი წასული და ძალიან თბილი ურთიერთობა მაკავშირებდა.

ირვა ახალი დაწყებული მქონდა და სანამ დავამთავრებდი ეს ამბავი დიდად განვიცადე. მიცვალებულის კვერექსს ხომ მთლად გული ამოვაყოლე. ძლივს დავამთავრე წირვა და ახლა პანაშვიდი მივაბი…

,ბეგლარი“ და ,,ბეგლარი“ მეკერა პირზე… ამ დროს მოდის ამ ამბის მომტანი გაფითრებული: ,,მამაო, ბეგლარი ცოცხალი ყოფილა… მე ვერ გამიგია სწორადო“…

რა ამბავიც მე მას დავატეხე… ,, – შენზე იყოს, რაც მე პანაშვიდები მაგ კაცს ვუხადე, ილოცე არაფერი მოუვიდეს, თორემ ვერ გადამირჩები-მეთქი“…

მერე აგვიტყდა სიცილი და როცა იმავე დღეს საღ-სალამათ ბეგლარს შევხვდი, ვუთხარი: ,,რაც მე შენ პანაშვიდები გიხადე, თუ ცოცხალი გადარჩი – ასი წელი იცხოვრებ-მეთქი.“

,,ვიცი მამაო, ვიცი, შენგან პანაშვიდიც მადლიაო“ – გულიანად იცინოდა ბეგლარი…”

წიგნიდან ,,მომეფერე უფალო”

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ა კიდო

“რაია, პრიუსი, ხიდიდან ხტები” _ პატრულის და მძღოლების სახალისო ისტორიები

14:05; 22 თებერვალი, 2025
ა კიდო

“კრიმინალური“ ახალი წელი

07:46; 4 იანვარი, 2024
ა კიდო

მეკვლედ მილიციაში

08:00; 3 იანვარი, 2024
ა კიდო

საახალწლო სასწრაფო  

08:05; 2 იანვარი, 2024
ა კიდო

“ნემეტარი გლახათ ვარ, თუ ვინიცობა და წევიღე წერილი…”- გურული ქალის ანდერძი ქმარს

17:03; 6 დეკემბერი, 2023

,,36 აფთიაქის ხელმძღვანელთაგან, ნახევარზე მეტი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიეცა“

პრემიერი: ბუნებრივი რესურსების და წიაღის რეფორმა იწყება

ყველა სიახლე

საზოგადოება

დაკვამლიანება მეტროში – მატარებელი ხაზიდან მოხსნეს

22:53; 20.01.2026
საზოგადოება

“თორნიკეს მასწავლებლებს თვალზე ცრემლი არ უშრებათ”_ ჭანჭათის სკოლა

22:49; 20.01.2026
პოლიტიკა

დაუთი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე

22:44; 20.01.2026
საზოგადოება

ხანძრის დროს სახლი დაიწვა

22:34; 20.01.2026
საზოგადოება

“იზღუდება ყველა სახის საგზაო მოძრაობა”- რა ვითარებაა გუდაური-კობის მონაკვეთზე

20:47; 20.01.2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება

17:39; 20.01.2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის

17:33; 20.01.2026
პოლიტიკა

“საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება”- მერია მძღოლებს აფრთხილებს

17:26; 20.01.2026
პოლიტიკა

სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, სასურსათო პროდუქციასა და მედიკამენტებთან ერთად, საწვავის ფასებთან დაკავშირებითაც იმუშავებს

16:41; 20.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:34; 20.01.2026
პოლიტიკა

შეწყალებულმა პატიმრებმა ციხეები დატოვეს

16:25; 20.01.2026
საზოგადოება

ყავაში მოხალული ბარდის გამოყენება და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა

16:18; 20.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

15:53; 20.01.2026
ფინანსები

ფულადი გზავნილის წინასაახალწლო კამპანიის გამარჯვებული გამოვლინდა

15:48; 20.01.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

15:26; 20.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო