https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

    ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

    ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

    “უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება” – ვოლოდიმირ ზელენსკი

    მაჩადომ ტრამპს ნობელის პრემია გადასცა

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნეიმარმა მსოფლიო ჩემპიონობა უკვე იზეიმა

12:07; 23.11.2022
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

კატარში მიმდინარე ფეხბურთელთა მსოფლიო პირველობის რიგით მესამე დღე უდიდესი სენსაციით დაიწყო – არგენტინის ეროვნული გუნდი საუდის არაბეთთან დამარცხდა – 1:2. ლეო მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა საქმე გაირთულეს და ჯგუფიდან გასვლას მხოლოდ დარჩენილი ორი შეხვედრის მოგების შემთხვევაში შეძლებენ.

საუდის არაბეთში დღევანდელი დღე – 23 ნოემბერი ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. საუდის არაბეთის პრინცმა, მუჰამედ ბინ სალმანმა გამოაცხადა, რომ ოთხშაბათს ქვეყანაში არავინ იმუშავებს და ბავშვებს არც სკოლაში წასვლა მოუწევთ.

არგენტინაში კი გლოვაა. წაგების შემდეგ ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

„ვიცოდით, როგორ იმოქმედებდა საუდის არაბეთი. მატჩისთვის ისე მოვემზადეთ, რომ გათვალისწინებული გვქონდა, ისინი მაღალი დაცვით გვეთამაშებოდნენ. მილიმეტრიანი თამაშგარე მდგომარეობები იყო. ცუდი დღე გვქონდა, თუმცა სხვა არჩევანი არ გვაქვს – თავი უნდა ავწიოთ და სვლა განვაგრძოთ. ამაზე მეტი ანალიზი არ გვჭირდება.

მიმაჩნია, რომ პირველ ნახევარში უკეთესები ვიყავით, გოლმა კი ყველაფერი შეცვალა. მეტოქის მიერ გატანილ ბურთებს მოგვიანებით შევისწავლით. 48-ე და 51-ე წუთზე გავუშვით. არა მგონია, ეს ყველაფერი ფიზიკური ჩავარდნის ბრალი ყოფილიყო. ექიმთა რეპორტს ვნახავთ, მაგრამ რაც ვიცით, ფეხბურთელთა უმრავლესობას პრობლემა არ აქვს.

მუნდიალზე თამაშს იმ გზით განვაგრძობთ, რაც ტურნირის წინ დავისახეთ. საუდის არაბეთთან ფავორიტებად მიგვიჩნევდნენ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე რაღაცეები იცვლება ხოლმე“. – განაცხადა სკალონიმ.

დღის მეორე შეხვედრაში დანიისა და ტუნისის შეხვედრა უგოლოდ დასრულდა – 0:0. პოლონეთის ეროვნულ გუნდს მექსიკის ნაკრებთან გამარჯვება შეეძლო, მაგრამ რობერტ ლევანდოვსკიმ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. ეს თამაშიც ფრედ – 0:0 დამთავრდა.

გუშინდელი სათამაშო პროგრამის დასკვნით შეხვედრაში მსოფლიოს ამჟამინდელმა ჩემპიონმა საფრანგეთის ნაკრებმა ავსტრალიას დამაჯერებლად მოუგო – 4:1.

მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ ეხლა იწყება, ბრაზილიის ეროვნული გუნდის თავდამსხმელმა ნეიმარმა კი თავი უკვე ამ ასპარეზობის გამარჯვებულად გამოაცხადა.

გუშინ ფრანგული „პსჟ“-ს თავდამსხელმა სოციალურ ქსელში ფოტო განათავსა, სადაც მისი შორტი მოსჩანს, ზედ კი 6 ვარსკვლავია დატანილი. ბრაზილიის ნაკრებს მუნდიალი 5-ჯერ აქვს მოგებული, ნეიმარმა კი მიანიშნა, რომ მორიგ ტრიუმფში ეჭვი არ ეპარება.

ნეიმარის ამ საქციელს არცთუ კარგი გამოხმაურება მოჰყვა. ყველაზე შორს გერმანული გამოცემა „Bild“ წავიდა, რომელმაც მომხდარს „ნეიმარის მხრიდან მედიდურობის შეტევა“ უწოდა. გერმანული გაზეთი წერს, რომ ნეიმარმა საკუთარ თავზე ძალიან ბევრი აიღო, რადგანაც თუკი ბრაზილიამ ოქროს მედლები ვერ მოიპოვა, ის შესაძლოა, ანტიგმირადაც კი იქცეს.

ბრაზილიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატები 1958, 1962, 1970, 1994 და 2002 წლებში აქვს მოგებული და მის ფორმაზე 5 ვარსკვლავი სწორედ ამ წარმატებულ ტურნირებს გამოხატავს.

დიდი გამოხმაურება ჰქონდა ირანი – ინგლისის შეხვედრას და ირანელი მოთამაშეების მიერ სახელმწიფო ჰიმნის მდუმარედ მოსმენას, სტადიონის ტრიბუნებზე კი ირანელი გულშემატკივრების დაუნდობელ სტვენას. საინტერესოა რომ ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ კატარიდან პირდაპირი რეპორტაჟი სასწრაფო წესით შეწყვიტა და ტრანსლაცია რამდენიმე წუთის შემდეგ გააგრძელა.

ირანის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლუშ კეირუშმა ის ქომაგები გააკრიტიკა, რომლებიც ინგლისთან მატჩს დაესწრნენ და იმის მაგივრად, რომ თანამემამულეები გაემხნევებინათ, მათ მთელი მატჩის განმავლობაში უსტვენდნენ.

„ყველამ იცით, ირანში რა სიტუაციაა შექმნილი. ცხადია, ეს ხელს უშლის ფეხბურთელებს, რომ სრულად თამაშზე კონცენტრირდნენ და ბოლომდე დაიხარჯნონ. პრობლემა ძალიან თვალსაჩინოა. მიუხედავად ამისა, ვამაყობ, რომ მათი მწვრთნელი ვარ. ასეთ მდგომარეობაშიც კი, ინგლისთან ბოლომდე იბრძოლეს და ძლიერ მეტოქეს 2 გოლი გაუტანეს. 2014 და 2018 წლებში გულშემატკივრების მხრიდან სრული მხარდაჭერა გვქონდა, დღეს კი ნახეთ, რა მოხდა? რისთვის ჩამოვიდნენ ეს ფანები თუკი ნაკრების ქომაგობას არ აპირებდნენ? უკეთესი იქნებოდა, შინ დარჩენილიყვნენ. ისინი აქ ნამდვილად არ გვჭირდება“.

მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო და უკვე რამდენიმე საინტერესო მატჩი ვნახეთ. ფეხბურთის ქომაგებს მუნდიალის ხილვა ჩრდილოეთ კორეაშიც შეუძლიათ, მაგრამ როგორც გაირკვა, ჩრდილოკორეელებმა მუნდიალის გახსნითი მატჩის ჩვენების უფლება არ შეიძინეს.

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მაუწყებელმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გახსნა და პირველი მატჩი სრულად აჩვენა, მაგრამ ამ ყველაფრის უფლება არ ჰქონდა. მათ სიგნალი მოიპარეს და მუნდიალის ოფიციალური ლოგო დაბლარეს.

ჯერჯერობით უცნობია, აქვს თუ არა სხვა მატჩების ტრანსლირების უფლება ჩრდილოეთ კორეას, თუმცა დიდი ალბათობით, მათ არც სხვა რეპორტაჟების მოპარვა გაუჭირდებათ. შესაძლოა, ფიფასგან ჩრდილოკორეელებს სანქციებიც დაეკისროთ.

მსოფლიო პირველობის მეორე დღეს ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. უელსელთა კარში გატანილი გოლით ტიმოთი ვეა ისტორიაში ჩაეწერა: ის პირველია, რომლის მამამ წლების წინ „ფრანს ფუტბოლის“ ოქროს ბურთი მოიგო. შვილისგან განსხვავებით, მამამისს, ლიბერიელ ჟორჟ ვეას მსოფლიო ჩემპიონატზე არასდროს უთამაშია.

კატარში მიმდინარე მუნდიალს, დაწყებამდეც უთვალავი კრიტიკოსი ჰყავდა, პროცესში კი მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა.

პრობლემას ის გულშემატკივრები წააწყდნენ, რომლებმაც ტურნირის მატჩებზე დასასწრები ბილეთები ვირტუალურად შეიძინეს. საქმე ისაა, რომ ბევრმა მათგანმა სტადიონზე მისვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ მათი ელექტრონული ბილეთები გამქრალი იყო და სტადიონის დაცვის თანამშრომლებისთვის მათ დამადასტურებლად არაფრის წარდგენა შეეძლოთ. შესაბამისად, ასობით ქომაგი სტადიონს მიღმა დარჩა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, FIFA-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე უკვე მუშაობს.

ორი დღის წინ ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა ერიკ კანტონამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ერთი მატჩის ყურებასაც არ აპირებს. მისი მტკიცებით, კატარში მუნდიალის ჩატარება საშინელებაა და ამის უკან მხოლოდ ფული დგას.

„ამ მუნდიალზე ერთ მატჩსაც არ ვუყურებ. ეს ჩემთვის რთულია, რადგან ეს არის ტურნირი, რომელიც მიყვარს და ბავშვობიდან მიყვარდა, რომელსაც მოუთმენლად ველოდი და ვნებით ვუყურებდი. თუმცა, მოდით, გულწრფელნი ვიყოთ: ამ მსოფლიოს ჩემპიონატს აზრი არ აქვს, უფრო უარესიც – საზიზღრობაა.

კატარი საფეხბურთო ქვეყანა არ არის. არ არის ენთუზიაზმი, არ არის არომატი. ყველა სტადიონზე კონდინციონერებია, რა სიგიჟე და სისულელეა! თუმცა, უპირველეს ყოვლისა ადამიანური საშინელება მოხდა, ათასობით ადამიანი დაიღუპა იმ სტადიონების აშენების გამო, რომლებიც მხოლოდ ერთი თვე შეასრულებს ფუნქციას და შემდეგ დაანგრევენ. ამ მუნდიალის ერთადერთი მნიშვნელობა ყველამ იცის, რომ ფულია. აზრი არ აქვს საფრანგეთი მოიგებს თუ წააგებს, ფეხბურთზე უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებიც არსებობს“.

კატარის მუნდიალზე კიდევ ერთ ჟურნალისტს საქმიანობაში ხელი შეეშალა. „CBS Sports“-ის ჟურნალისტმა გრანტ უოლმა სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ აშშ-სა და უელსის მატჩზე მისული სტადიონის დაცვამ დააპატიმრა. ამის მიზეზი კი მისი მაისური გახდა, რომელიც LGBT თემის მხარდასაჭერად ცისარტყელას ფერებში იყო გამოსახული.

„როდესაც სტადიონზე ცისარტყელა მაისურით მივედი, რომელიც LGBT თემის მხარდასაჭერად მეცვა, დაცვამ 25 წუთით დამაპატიმრა. მათ სტადიონზე შესვლაზე უარი მითხრეს და მაისურის შეცვლა მთხოვეს. ამის შესახებ Twitter-ზე დავწერე, ერთი წუთის შემდეგ კი დაცვის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ტელეფონი ხელიდან გამომგლიჯა.

თითქმის ნახევარი საათი გავიდა. მათ ტელეფონის დაბრუნებაზე უარი მითხრეს და ამბობდნენ, რომ ჩემი მაისური პოლიტიზირებული იყო. კიდევ ერთხელ მთხოვეს, რომ ის შემეცვალა, რაზეც უარით ვუპასუხე. „New York Times“-ის რეპორტიორმა ენდრიუ დიასმა, რომელიც ჩემი მეგობარია, ამ ამბავს თვალი მოჰკრა და როდესაც მას ყველაფერი მოვუყევი, ისიც დააპატიმრეს.

საბოლოოდ, დაცვამ მაიძულა ადგომა და შემობრუნება უსაფრთხოების კამერისკენ. ერთ-ერთმა მცველმა მკითხა: „დიდი ბრიტანეთიდან ხარ?“ მე ვუპასუხე: „ნიუ-იორკიდან“. ამ ყველაფერმა დაიწყო ჩემი გაღიზიანება. ენდი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც დაცვის უფროსი მომიახლოვა და თქვა, რომ საშუალება მქონდა წავსულიყავი და პატიება მთხოვა. ერთ-ერთმა დაცვის წევრმა მითხრა, რომ ისინი უბრალოდ ცდილობდნენ ჩემს დაცვას შიგნით მყოფი გულშემატკივრებისგან, რომლებსაც მაისურის ჩაცმის გამო შეიძლება ჩემთვის რაიმე დაეშავებინათ. მოგვიანებით, ფიფას წარმომადგენელმა ბოდიში მომიხადა“. – დაწერა გრანტ უოლმა.

კატარში მიმდინარე მუნდიალზე შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე რეკორდი მოიხსნას.

  1. ამ მომენტისთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მატჩი ლოთარ მათეუსს აქვს გამართული, რომელმაც გერმანიის ეროვნული გუნდის მაისურით 25 შეხვედრა ჩაატარა. რეკორდის მოხსნის უპირველესი კანდიდატი ლიონელ მესია, არგენტინის კაპიტანს ამ ტურნირზე არგენტინის ფორმა 19-ჯერ აქვს მორგებული.
  2. კრიშტიანო რონალდოს შანსი აქვს, რომ გახდეს პირველი ფეხბურთელი, რომელიც 5 სხვადასხვა მუნდიალზე გოლს გაიტანს.
  3. ისტორიაში პირველად, ორ ფეხბურთელს შესაძლებლობა აქვს „ოქროს ბუცის“ მეორედ მოგების. ესენი არიან: გერმანელი თომას მიულერი (2010 წელი. 5 გოლი) და ინგლისელი ჰარი კეინი (2018 წელი. 6 გოლი).
  4. პირველად ისტორიაში, ორ ფეხბურთელს შანსი აქვს მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო 2-ჯერ მოიგოს: ლუკა მოდრიჩი (2018) და ლიონელ მესი (2014).
    გიორგი გაჩეჩილაძე

    ავტორი

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ისტორიაში პირველად: საქართველოს წარმომადგენელი სპორტული წყვილი ფიგურულ ციგურაობაში ევროპის ჩემპიონი გახდა

10:06; 16 იანვარი, 2026
სპორტი

„გურიას“ სამწვრთნელო შტაბი, სპორტული დირექტორი და ახალწვეულები _როგორ ხვდება „გურია“ ახალ საფეხბურთო სეზონს

10:20; 13 იანვარი, 2026
სპორტი

ოზურგეთელი მოჭიდავის წარმატება

20:28; 10 იანვარი, 2026
სპორტი

საქართველოს ჩემპიონატიდან ოზურგეთელმა მოჭიდავეებმა შედეგები უკვე დადეს 

19:02; 10 იანვარი, 2026
სპორტი

საბა მამალაძე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა

12:28; 10 იანვარი, 2026

ბავშვის მამა უარყოფს, რომ მისი ძმა ძმისშვილზე სექსუალურად ძალადობდა და დედას ადანაშაულებს

"ბრძანე მოძღვარო" _ ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო ჩოხატაურში

ყველა სიახლე

საზოგადოება

ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა – არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი პირი

18:52; 18.01.2026
სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს

17:12; 18.01.2026
საზოგადოება

ბავშვების სახელზე გაფორმებული ნანგრევები: რატომ ვერ იღებს დაზარალებული ოჯახი კუთვნილ დახმარებას?

15:58; 18.01.2026
პოლიტიკა

“განვიხილეთ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის უმძიმესი მდგომარეობა”- სალომე ზურაბიშვილი ერნოტთან შეხვედრაზე

14:56; 18.01.2026
საზოგადოება

ბინაში მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

12:51; 18.01.2026
სამართალი

საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს

11:31; 18.01.2026
სამართალი

პოლიციამ აჭარაში ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავა

11:25; 18.01.2026
სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ერთი პირი

11:18; 18.01.2026
სამართალი

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

11:09; 18.01.2026
სამართალი

დაჭრის ფაქტზე პოლიციამ სამი პირი დააკავა

11:06; 18.01.2026
მსოფლიო

ირანის უზენაესმა ლიდერმა აღიარა, რომ საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა- ვის ადანაშაულებს ხამენეი

10:20; 18.01.2026
მსოფლიო

ზვავს ხუთი მოთხილამურე ემსხვერპლა (უცხოეთი)

10:11; 18.01.2026
საზოგადოება

“მოსახლეობას მოვუწოდებთ”- თბილისის მერია თოვლიან ამინდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

9:56; 18.01.2026
ზაფრანი

„ეჰ, ის სხვა საქართველო იყო, სულ სხვა…“

9:41; 18.01.2026
ზაფრანი

განსაკუთრებული „ამბავი“

9:36; 18.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო