თერჯოლაში 30 წლამდე მამაკაცს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი თბილისში, ლომბარდში მუშაობდა.
ფაქტის შესახებ “გურია ნიუსთან” დაინფიცირებულის ახლობელმა ისაუბრა:
“საეჭვო სიმპტომებით თბილისის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში მივიდა, სადაც უთხრეს, ფილტვების ანთება გაქვსო. მერე ექიმის დანიშნულებით თერჯოლაში ჩამოვიდა. ნემსებს მეზობელი უკეთებდა. როცა მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა, სასწრაფო გამოიძახეს, რომელმაც იგი საჩხერის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა, სადაც ლაბორატორიულად დაუდასტურდა ახალი კორონავირუსი”.