BBC– ის ინფორმაციით, ნეპალის კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, ქვეყანაში დაღუპულთა რაოდენობა 734-მდე გაიზარდა (გუშინდელი მონაცემებით ეს რიცხვი 675-ს შეადგენდა).
ბოლო მონაცემები ნეპალის პოლიციამაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მაშველების მიერ ნაპოვნია 734 ცხედარი.
ოფიციალური უწყების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ამ დროისთვის:
უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 2 498 ადამიანი;
სტიქიის ზონიდან გადარჩენილი და გამოყვანილია 8 186 პირი;
დაშავებულია 242 ადამიანი (მათი ნაწილი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერილია).
სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში უსაფრთხოების ძალების 19 895 თანამშრომელია ჩართული.







































































