ნეფერტიტის გენიოსები
57 ია ხუხუნაიშვილი,
51 მარი მეფარიშვილი
51 ნია ჩანტლაძე
50 ლოლიტა სანიკიძე
46 ნიკა უნგიაძე
45 ანა ძნელაძე
40 ……
და ასე შემდეგ.
გილოცავთ მიყვარხართ
მეამაყებით
ახლა იწყება საოცარი ხანა თქვენი ცხოვრების…
რა ვქნა , ვითვალისწინებ თქვენს სურვილებს და არ ვწერ სახელებს და გვარებს , ვისიც დავწერე იმედია არ გამიბრაზდებით. რომ არ დავწერო, ეგონებათ, რომ უკმაყოფილო ვარ შედეგებით.
ასე რომ, იმედია, გადაგირჩებით ვისი სახელებიც გავაჟღერე… მეამაყებით ყველანი, ნებისმიერი ქულის შემთხვევაში. არანაირი ქულა არ განსაზღვრავს იმ ცოდნას, რაც თქვენ გაგაჩნიათ.
თქვენ ხართ საქართველოს მომავალი. უყვარხართ და ეამაყებით შოკა მასწს… _ წერს სოციალურ ქსელში ჩოხატაურელი ისტორიის მასწავლებელი შორენა სირაძე.
ვულოცავთ “შოკა მასწს” და “მის ბავშვებს” ეროვნულ გამოცდებზე მიღწეულ წარმატებას და ახალ-ახალ გამარჯვებებს ვუსურვებთ.






























































