ექიმი გია სიხარულიძე სოციალურ ქსელში ბათუმში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება.
“დილიდან კლინიკაში ვარ და ინსტიქტურად ვმუშაობ. კიდე კარგი, რთული პაციენტები არ მყავს დღეისთვის დაბარებული.
ვმუშაობ და თან სულ იმ ბავშვებზე ფიქრი მიტრიალებს თავში, რას გრძნობდნენ და რას ელოდნენ თავისი პატარა გონებით
რამხელა უბედურებაა ჩვენს თავს, ოჯახები განადგურდა, 4 წევრია ერთი ოჯახიდან დაღუპული, მათ შორის ორი პატარა ბავშვი, 2 ანგელოზი და მაინც რამხელა ბოღმა და სიძულვილი დამხვდა ფბ სივრცეში.
რა გვჭირს, ხალხო? სიკვდილის მერე მაინც ვიცოდით და შეგვეძლო გლოვაში ერთად დგომა
პოლიტიკა ცოტა ხნით რომ მაინც დავივიწყოთ, ვერა? საკუთარი თავი სარკეში ხომ უნდა დავინახოთ!
ნუთუ, ასე ძნელია ადამიანობის შენარჩუნება? თუ კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცოთ, რომ პოლიტიკაში ადამიანობის ადგილი არაა?” _ წერს გია სიხარულიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.