“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა ქართულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.
„საზოგადოებამ არ იცის, რა საქმიანობას ეწევიან ისინი. ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მონაწილეობდა ესა თუ ის NGO პირდაპირ, ექსტრემისტული, რადიკალური აქციების დროს. თავად იყვნენ ჩართული ამ ექსტრემისტული, რადიკალური აქციების ორგანიზებაში. გახსოვთ იგივე, ლგბტ ორგანიზაციის – „სირცხვილიას“ უკან ვინ იდგა – „ნაცმოძრაობა“. ამიტომ ეს ლოგიკური კითხვებია და ამ კითხვებზე პასუხები თავად NGO-ებმა უნდა გასცენ და უნდა მოეხსნას ამ NGO-ებს ტაბუ. ეს ადამიანები წლების განმავლობაში თავს ესხმიან ხელისუფლებას, ეკლესიას, ყველას და სანაცვლოდ როცა კითხვებს სვამთ, თურმე ეს მიუღებელია. ამ ქვეყანაში არცერთი ორგანიზაცია არ უნდა იყოს დაფარული და დამალული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ოზურგეთში პარტიულ აქტივთან გამართული შეხვედრის შემდეგ მედიასთან.