ნიდერლანდებმა საკლასო ოთახებში მობილური ტელეფონები აკრძალა. ინიციატივა სკოლებთან თანამშრომლობით ინერგება და მომავალი წლის დასაწყისიდან შევა ძალაში,_ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აღნიშნული აკრძალვის ძალაში შესვლის შემდეგ იქნება გარკვეული გამონაკლისები დაშვებული, მათ შორის სამედიცინო საჭიროებების ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის და ციფრულ უნარებზე ორიენტირებული კლასებისთვის.
„მიუხედავად იმისა, რომ მობილური ტელეფონები თითქმის გადახლართულია ჩვენს ცხოვრებასთან, ისინი არ უნდა იყოს საკლასო ოთახში. მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ იქ კონცენტრირება და მიეცეთ ყველა შესაძლებლობა, რომ კარგად ისწავლონ. ჩვენ ვიცით სამეცნიერო კვლევებიდან, რომ მობილური ტელეფონები არღვევს ამას,”_თქვა განათლების მინისტრმა რობერტ დიკგრააფმა.