ცნობილი გახდა რომ მომავალი წლიდან, ნიდერლანდებში, ქალაქ ჰაარლემის მთავრობა საჯარო სივრცეებში ხორცის ყველანაირი რეკლამის აკრძალვას გეგმავს.
ინიციატივის ავტორი მწვანეთა პარტია „GroenLinks“–ია. აკრძალვის საჭიროებას ისინი კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ – გაეროს მონაცემებით, საქონელზე ადამიანის საქმიანობით გამოწვეული სათბური გაზის 14% მოდის.
ხორცის მწარმოებლები და მემარჯვენეები ინიციატივას აკრიტიკებენ. მათ მიაჩნიათ, რომ აკრძალვა „წარმოების თავისუფლების მიუღებელი შეზღუდვა“ იქება.
ხორცს ნიდერლანდების მოსახლეობის 95% ჭამს, თუმცა ის ნახევარზე მეტის ყოველდღიურ რაციონში არ შედის.
ავტორი