68 წლის, ნიგერიელმა ქალმა ტყუპები, ბიჭი და გოგო გააჩინა,- ამის შესახებ CNN-ი წერს.
ტელემაუწყებლის ინფომაციით, ნიგერიელმა მარგარეტ ადენუგმა სასურველ შედეგს ხელოვნური განაყოფიერების მეოთხე ცდაზე მიაღწია. ქალისთვის ეს პირველი მშობიარობაა.
მისმა 77 წლის მეუღლემ ნია ადენუგამ CNN-თან საუბრისას განაცხადა, რომ 1974 წელს დაქორწინდა და შვილების ყოლაზე ყოველთვის ოცნებობდა.
მისივე თქმით, რამოდენიმე წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, არასდროს უთქვამთ უარი ხელახალი მცდელობისთვის.
,,მეოცნებე ვარ და დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს ჩვენი ოცნება ახდებოდა“ – ამბობს ადენუგა
გამოცემის ინფორმაციით, ახალშობილები საკეისრო კვეთით, ლაგოსის უნივერსიტეტის ჰოსპიტალში, ორსულობის 37-ე კვირას დაიბადნენ.
ექიმის, ადემიიმ ოკუნოვომის თქმით, ჩვილები სრულიად ჯანმრთელები არიან, მათი თქმით, ასეთ ასაკში მშობიარობას ბევრი სირთულე მოჰყვება, თუმცა ამ შემთხვევაში ყველაფერმა უპრობლემოდ ჩაიარა, სპეციალისტების ჯგუფი კი დედას მონიტორინგის უტარებენ
,,როგორც ხანდაზმული ქალი და პირველი დედა, ეს იყოს მისთვის მაღალი რისკის ორსულობა, ასევე იმის გამო, რომ ტყუპების გაჩენას აპირებდა, მაგრამ ჩვენ შევძელით მისი ორსულობის დროული მართვა,“ – განაცხადა ექიმმა.