ნიღბიანმა პირებმა “ტვ პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გაიტაცეს – შემთხვევა დღეს თბილისში, ელბაქიძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ფაქტის ამსახველი ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა.
მოქალაქეები, რომლებიც გატაცების ფაქტს შეესწრნენ, ცდილობდნენ პოლიციისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა ჯიოშვილის წაყვანა მათ მაინც მოახერხეს.
წყარო: ტვ პირველი