ნიღბის ტარება 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სახიფათოა,- ამის შესახებ იაპონიის პედიატრიის ასოციაციაში აცხადებენ.
„ნიღაბმა შესაძლოა ბავშვს სუნთქვა გაურთულოს და ინსულტის გამომწვევი მიზეზი გახდეს“,_ ამბობენ იაპონელი ექიმები.
მათი თქმით, ახალშობილებს აქვთ ვიწრო სასუნთქი გზები და ნიღაბში უფრო უჭირთ სუნთქვა, რაც ფილტვებზე ზრდის ტვირთს.
ექიმების თქმითვე, არსებობს ასფიქსიის რისკიც, თუ ჩვილი ნიღბის უკან აღებინებს.
მათივე ინფორმაციით, ჩვილების კორონავირუსით დაინფიცირების რისკი ძალიან დაბალია და ამიტომ არ არის აუცილებლობა 2 წლამდე ასაკის ბავშვებმა ნიღბები ატარონ.