ქართული რაგბის კიდევ ერთი წარმატება. 2023 წლის საფრანგეთში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატისთვის შერჩეული 19 მსაჯიდან (12 მოედნის, 7 კიდის) ერთ-ერთი ქართველი, ნიკა ამაშუკელი იქნება. ნიკა პირველი ტიერ 2 სარაგბო ქვეყნის წარმომადგენელი იქნება, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე იმსაჯებს, რაც ისტორიული შედეგია. აასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 28 წლის ქართველი მსაჯი ყველაზე ახალგაზრდა მსაჯი იქნება წლევანდელ ჩემპიონატზე.
რიგით მეათე მსოფლიო ჩემპიონატს, საფრანგეთის 9 ქალაქი, 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე უმასპინძლებს. ბორჯღალოსნები С ჯგუფში იასპარეზებენ, ავსტრალიის, უელსის, ფიჯის და პორტუგალიის ნაკრებებთან ერთად.
მსაჯების ჩამონათვალი: ნიკა ამაშუკელი (საქართველო), უეინ ბარნსი, მეთიუ ქარლი, კარლ დიქსონი, ლუკ პირსი (ყველა – ინგლისი), ნიკ ბერი, ანგუს გარდნერი (ორივე – ავსტრალია), ბენ ო’კიფი, პოლ უილიამსი (ორივე – ახალი ზელანდია), ენდრიუ ბრეისი (ირლანდია), იაკო პეიპერი (სამხრეთ აფრიკა), მეტიუ რეინალი (საფრანგეთი).
ავტორი