საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე ტელეკომპანია ,,რუსთვი 2“-ის დირექტორს, ნიკა გვარამიას უბინძურესი ადამიანი უწოდა. ამასთან, კობახიძის თქმით, გვარამია ის ადამიანი არის, რომელიც გირგვლიანის მკვლელობას ფუთავდა.
,,ეს არის უბინძურესი ადამიანი, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ– ერთი უბინძურესი ლიდერი, რომელიც არის პირდაპირ პასუხისმგებელი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე“,_განაცხადა კობახიძემ
,,ბატონი გვარამია, პირდაპირ მოუწოდებს ადამიანებს აჯანყებისკენ. ეს არის ნიკა გვარამიას დღევანდელი პოზიცია. “ნაციონალური მოძრაობის” შესაბამისად, ერთ-ერთი პოზიცია. შეგახსენებთ კონკრეტულად ვინ არის ნიკა გვარამია. ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელიც კონკრეტულად, ფუთავდა 7 ნოემბრის საქმეს და გირგვლიანის მკვლელობას მაშინდელი ხელისუფლებისათვის. ეს არის უბინძურესი ადამიანი. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ– ერთი უბინძურესი ლიდერი, რომელიც არის პირდაპირ პასუხისმგებელი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. დღეს ეს ადამიანი, ასევე “ნაციონალური მოძრაობის”, „რუსთავი 2“-ის სხვა წარმომადგენლები, პირდაპირ ჩანს, როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის“ პიარ მანქანა, პოლიტიკურად ერთვებიან ამ პროცესში. პირდაპირ იკვეთება პოლიტიკური ინტერესების ნიშნები,”_განაცხადა კობახიძემ.