,,ჯანდაცვის მინისტრად პლასტიკური ბარათების მძერწავი დაინიშნა,“_ამის შესახებ FACEBOOK – ზე ნიკა გვარამია წერს.
,,ჯანდაცვის მინისტრად პლასტიკური ბარათების მძერწავი დაინიშნა.
ლონდა თოლორაია ბავშვის გაჩენიდან 2 კვირის თავზე აიძულეს დეკრეტიდან გამოსულიყო და მეძუძურ ბავშვს დედის ყურადღება მოაკლეს.
კაციჭამია რეჟიმითქო, რომ ვიტყვით, უტრირებააო გვეტყვიან. მგონი, მართლა იმას ელოდებიან, რომ ადამიანების ჭამას დაიწყებენ. თუმცა, არც აღარაფერი დარჩა.“ – წერს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, დღეს 27 დეკემებერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის ახალი მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილი წარადგინა, რომელმაც ეკატერინე ტიკარაძე ჩაანაცვლა.