“საკუთარი შემოსავლით რას იყიდის კალაძე, ამის დათვლა და ამაზე ვიშვიში უკიდურესი მემარცხენისთვისაც კი არაადეკვატური და იდიოტური საქციელია”, _ ასე ეხმაურება დღეს, კალაძის მიერ ტანსაცმელებსა და აქსესუარებში გადახდილი ასიათასობით ლარის შესახებ გავრცელებულ ინფორაციას, ნიკა გვარამია.
“კალაძე არის შოპოჰოლიკი და ევასება ჩაცმა. ეს თუ მასზე ცუდად მეტყველებს, ხამი გგონიათ ამის გამო, ჩაცმის სტილი არ მოგწონთ, ან მისი არჩევანი, წიგნების მაგივრად პიჯაკებს რომ ყიდულობს, გეგოიმებათ ან სახელმწიფო მოღვაწისთვის შეუფერებელი გგონიათ _ კი ბატონო: აკრიტიკეთ, დასცინეთ, ხმა არ მისცეთ.
მაგრამ, საკუთარი შემოსავლით რას იყიდის კალაძე, ამის დათვლა და ამაზე ვიშვიში უკიდურესი მემარცხენისთვისაც კი არაადეკვატური და იდიოტური საქციელია. მისია და რასაც უნდა იზამს. ნუ …..ობთ“, _ წერს გვარამია.