ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტი [CPJ] საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, გაათავისუფლოს “მთავარი არხის” დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. ორგანიზაციამ განცხადება ნიკა გვარამიას დაპატიმრებიდან 1 წლის გასვლასთან დაკავშირებით გაავრცელა.
“ერთი წლის წინ ამ დღეს საქართველოს სასამართლომ ჟურნალისტ ნიკა გვარამიას განაჩენი გამოუტანა. კრიტიკული პოზიციის გამო მას 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გვარამია სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. ჩვენ გასულ თვეში გაგზავნილ წერილშიც მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს, გაათავისუფლოს ნიკა გვარამია”, – წერია განცხადებაში.