“ბოლო პერიოდში, საქართველოში წარმოებს ანტიპარტიული პროპაგანდა, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას.
სამწუხაროდ ამ ანტიპარტიულ ისტერიაში ჩართულნი არიან გავლენიანი ჟურნალისტები, რომლებიც სხვადასხვა ვარიაციებით ავრცელებენ ნარატივებს, რომ პარტიებმა ხმა არ უნდა ამოიღონ” _ წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრი, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდეირ ნიკა მელია.
მისივე თქმით, ეს “პროპაგანდა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება”:
“მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ _ მთელი ეს ისტერიული პროპაგანდა ემსახურება ერთი პირის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს.
მაგალითად ამ პროპაგანდის მიხედვით, არც ერთმა პარტიამ ხმა არ უნდა ამოიღოს, როცა: თავზე ტომარა ჩამოცმულ მუხთარლის იტაცებენ, ლოგინში კლავენ მაჩალიკაშვილს, მფარველობენ სარალიძის მკვლელებს. არც ხმა არ უნდა ამოვიღოთ და არც აქციებზე გამოვჩნდეთ, მოწყობაზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი!
ვის ინტერესშია ეს?!
ივანიშვილმა გადასარევად იცის, რომ მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტების მიერ დაორგანიზებული აქცია ოლიგარქატს საფრთხეს ვერასოდეს შეუქმნის. ამიტომ ივანიშვილისთვის პირდაპირ ცხონებაა ფორმულა “აქცია პოლიტიკოსების გარეშე”.
მოკლედ ამ ნარატივების გავრცელება და მთლიანად ეს ანტიპარტიული პროპაგანდა არც შემთხვევითია და არც უანგარო!”, _ წერს მელია.