,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია ციხიდან გათავისუფლებისა და პარლამენტში მისვლის შემდეგ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით პირველად გამოვიდა.
მისი თქმით, ტრიბუნასთან მისასვლელად ემოციური დისკომფორტის დაძლევა უწევს.
“ალბათ, გადაჭარბების გარეშე იქნება ნათქვამი, ვინც ახლა მისმენს, ძალიან კარგად ესმის, რომ ამ ტრიბუნასთან მოსასვლელად ემოციური დისკომფორტის დაძლევა მიწევს. ეს რომ სხვაგვარად იყოს, გასაკვირი იქნებოდა, ვინაიდან ამ დარბაზში მყოფთა ძალიან დიდმა ჯგუფმა, თითი მიაჭირა ღილაკს ორჯერ და პირადად მიიღო მონაწილეობა პოლიტიკური ოპონენტის ციხეში ჩასმაში, თქვენთვისაც კი ძალიან სამარცხვინო გადაწყვეტილებაში” – განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 20 ივნისის ამნისტიის საკითხს განიხილავენ.