დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ჩვენმა კოალიციამ თქვა. დღეს განვითარებული მოვლენები ცხადად აჩვენებს – ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და არ იღებს ფულს რეჟიმისგან, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა.
“ვცდილობთ არ დავაზარალოთ ოპოზიციური პოლიტიკური ველი, რადგან ამ ქვეყნის მომავალი კოალიციური მართვაა – ზუსტად ასეთი არჩევანი გააკეთა ქართველმა ხალხმა 26 ოქტომბერს.
დღეს განვითარებული პროცესები, ცხადად წარმოაჩენს რეალობას – კოალიცია ცვლილებისთვის არის პასუხისმგებლობის მქონე ძალა, არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით. პასუხისმგებლობა, პირადი და გუნდური აქვს მის თითოეულ წევრს, რასაც ადასტურებს ზუგდიდის საკრებულოს წევრების განცხადება და ადასტურებს კოალიციის გადაწყვეტილება დაფინანსებასთან დაკავშირებით.
დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ჩვენმა კოალიციამ თქვა.
დღეს განვითარებული მოვლენები ცხადად აჩვენებს – ჩვენ ვართ ერთადერთი ძალა, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას და არ იღებს ფულს – რეჟიმისგან!”_წერს ნიკა მელია.


































































