“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, იქნება ბრძოლა თავისუფლებისთვის ბოლომდე:
“ყველა უნდა მოვიდეთ. „გავრილოვის ღამე“ ამ ქვეყანაში არ დასრულებულა და გრძელდება. ისევ კობახიძე, ისევ ანზორ ჩუბინიძე, ისევ გახარია, ისევ ივანიშვილი ანუ მათი კოლექტიური სახელია „გავრილოვები“.
ეს ბრძოლა 20 ივნისის ბრძოლაა.
ხალხს სურვილი აქვს, რომ ხელისუფლება შეცვალოს, ცვლის და სინამდვილეში სხვა რამეს წერენ.
ამას ვინ შეურიგდება? ამას თვალს ვინ გაუსწორებს? არავინ! ძალიან ბევრი ვართ და დიდი ჟინია თავისუფლების ამ ქვეყანაში”, _ აღნიშნა ნიკა მელიამ.