“იმ პარლამენტში, სადაც მოძალადეების ამნისტირება მოხდება, ვერ და არ შევალ” _ ეს განცხადება ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ ტვ პირველ თან საუბრისას გააკეთა.
მელიას თქმით, დღეს არსებულ პარლამენტში ყველა ჯალათისა და მოძალადის შეწყალება მოხდება.
“იმ პარლამენტში, სადაც მოხდება ყველა მოძალადის და ყველა ჯალათის შეწყალება და ამნისტიის გავრცელება, მე, პირადად, გამიჭირდება იქ შესვლა. 99,9% შემთხვევაში ვერ შევალ და არ შევალ”.
– ამბობს ენმ-ის დაკავებული თავმჯდომარე ნიკა მელია TV პირველთან საუბრისას.


































































