,,ფიზიკურ დაპირისპირებასაც კი არ ერიდებოდით ჩემთან ბატონი გახარიას გამო და მთელი აპოლოგია გქონდათ მიძღვნილი გახარიასადმი სულ რამდენიმე კვირის წინ და დღეს რას აკეთებთ?! დღეს უძღვნით პასკვილებს“, _ ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ“ ნიკა მელიამ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“ფიზიკურ დაპირისპირებასაც კი არ ერიდებოდით ჩემთან ბატონი გახარიას გამო და მთელი აპოლოგია გქონდათ მიძღვნილი გახარიასადმი სულ რამდენიმე კვირის წინ, და დღეს რას აკეთებთ?! დღეს უძღვნით პასკვილებს, მას დებთ პოლიტიკურ მიწაში, აბრალებთ ყველაფერს, რასაც აბრალებთ ნებისმიერს, ვინც უბრალოდ აპროტესტებს თქვენ უმსგავსობას.
კითხვა მაქვს, ის რომ დღესაც ყოფილიყო თქვენი პრემიერმინისტრი და იძულებული არ გამეხადა ის მე 17 თებერვალს თუ 23 თებერვალს გადამდგარიყო, ნებისმიერი თქვენგანი ხმას ამოიღებდით?! ანუ ნებისმიერი თქვენგანი კვლავ ტაშს დაუკრავდით ამ ადამიანს. ეს არის თქვენი რეალური პოლიტიკური სახე”. – განაცხადა ნიკა მელიამ.