,,მე შემოვედი ამ დარბაზში ჩემს მეგობრებთან ერთად, რომ თითოეული თქვენგანი, რაც შეიძლება მალე, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი“, – ამის შესახებ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ნიკა მელიას თქმით, ბევრი “ქართული ოცნების” წევრი მას და ოპოზიციის აზრებს გულის სიღრმეში ეთანხმება და აცნობიერებენ, რომ სახელმწიფო ერთი ადამიანის მიერაა მიტაცებული.
“ერთადერთი ის, რის გამოც მე დღეს აქ ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად, ამ ყველაფერს აქვს ძალიან მკაფიო და კონკრეტული ამოცანა, რომ მალე დავტოვო ეს დარბაზი და ამ დარბაზში, რაც შეიძლება მცირე ვადით, თუ შეიძლება ასე ითქვას, შეურაცხმყოფელად არ მიიღოთ, ნაკლებად დაგაფრთხოთ. თუმცა ამ დარბაზის დატოვებას მე ვაპირებ თქვენთა ერთად.
მე შემოვედი ამ დარბაზში ჩემ მეგობრებთან ერთად, რომ თითოეული თქვენგანი რაც შეიძლება მალე, სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი, აირჩიოს ლეგიტიმური ხელისუფლება, ზუსტად იმ პროპორციითა და მხარდაჭერით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო აქცია ნოტარიალურ კანტორად”, – განაცხადა ნიკა მელიამ.