,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლისას “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ წყალი მიუტანა.
ნიკა მელიამ ,,ოცნების დეპუტატის“ ქმედების პასუხად განაცხადა, რომ ზარქუა პარლამენტის ტრაგიკული მოვლენაა.
“ზარქუა არის ტრაგიკული მოვლენა ამ პარლამენტში, ჩემი აზრით. რახან ეს ადამიანი წარმოადგენს სახეს ხელისუფლების, არანაირი შანსიც კი განვითარების არ იქნება. ამ ადამიანს, რომელიც ახლა რაღაცას ცდილობდა, ჰგონია, რომ თქვენზე იმდენად გაბრაზებულ ვარ რომ, ციხეში ნამყოფი კაცი, აქ ვდგავარ, თქვენის მეცადინეობით და ბოთლს რომ მომიტანდით, ამ ბოთლს თავში ჩაგარტყამდით. ეს შეიძლება გამეკეთებინა შარშან და დიდი სიამოვნებით, მაგრამ ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, რა ბრძოლაში ვარ მეგობრებთან ერთად”, _ განაცხადა ნიკა მელიამ.