“15 საათიდან, საქართველო ვიწყებთ შეკრებას რუსთაველის გამზირზე” – ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან მოქალქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
„რამდენჯერაც დაგვარბევენ, რამდენ გაზსაც შემოგვასხამენ, იმდენჯერ შევიკრიბებით, ოღონდ კიდევ უფრო მეტი. 15:00 სთ-დან რუსთაველის გამზირზე ვიკრიბებით, ოჯახებით, შვილებით, შვილიშვილებით, დედებით, მამებით, ბებიებით, ბაბუებით“, – განაცხადა მელიამ.