„დიახ, მივდივარ, წინ მომავლისკენ, წარსულს ვტოვებ წარსულში”, – ნიკა მელიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა.
გადაწყვეტილების შესახებ პარტიის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ცოტა ხნის წინ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„ახლა მაქვს ორი არჩევანი, ან ვიყო ბოლომდე გულწრფელი, მაქვს არჩევანი ჩავერთო პოლიტიკურ ვაჭრობაში, ან დავრჩე ხალხთან ერთად.
აქაურობა იქცა მანკიერ მოჯადოებულ წრედ, სადაც ხდება ყველას ინტერესის გათვალისწინება, გარდა, ხალხის ინტერესისა. სამწუხაროდ, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ საკუთარ სტანდარტად აქცია არაფორმალური მმართველობა, დემოკრატიისთვის კარის დაკეტვა, პოლიტიკოსებით ვაჭრობა.“, – განაცხადა ნიკა მელიამ ბრიფინგზე.