“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა იწყება დღეს, 29 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში. თავად ნიკა მელია პორცესს არ დაესწრება, რადგან წინა სხდომიდან მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გააძევა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერის გათავისუფლების საკითხზე დღევანდელ სხდომაზე მსჯელობას გამორიცხავენ ნიკა მელიას ადვოკატები. ამ ეტაპზე ცნობილი არ არის დააყენებს თუ არა რაიმე სახის შუამდგომლობას შოთაძის უწყებაც.


































































