როგორც pia.ge იუწყება, ვაზისუბანში, N 62-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ წევრი ბექა დავითულიანი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ორი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების დაპირისპირება სწორედ იმ უბანზე მოხდა, სადაც ცოტა ხნის წინ ელექტროენერგია გაითიშა.
დაძაბულ საუბარს შეხლა-შემოხლა მოჰყვა. მმართველი გუნდის და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ასევე, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ნიკა მელიასაც, რა დროსაც მას თავში ჩაარტყეს.
მელიამ მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ მსგავს პროვოკაციულ ქმედებებს არ უნდა აჰყვნენ.
ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო ოლქზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.