პარლამენტის წინ, ოპოზიციის აქციაზე ყოფილი პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მივიდა.
მის თქმით, ნიკა მელიას კი არა საქართველოს დასაცავად მივიდა.
,,ნიკა მელიასთან კი არა საქართველოს დასაცავად მოვედი. ნიკა მელია კი საქართველოს ნაწილია, მოქალაქეა და მებრძოლი ადამიანია. რომელმაც გადაწყვიტა, რომ წინა რიგებში იბრძოლოს. საქართველოს სახელით შემიძლია ვილაპარაკო, როგორც ერთი მოქალაქე, რომ საგანგაშოა მდგომარეობა. ჩემი აზრით, ძალიან უკან ვიწევთ, იმის მაგივრად, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდარიყავით და ჩვენი ქვეყნის ბედი ცივილურად გაგვერჩია, ცივილურად გამოგვეტანა სამსჯავროზე და შევთანხმებულიყავით, მივსულიყავით იმ რაღაც წერტილამდე, ასეთი ძალმომრეობით, სიუხეშით სად მივდივართ, მე არ ვიცი. 30 წელია, სად დავდივართ? დღეს არის კულმინაცია. ყველა უნდა გამოვიდეს, ვისაც უნდა თავისი შვილების მომავალი ცოტა მეტად უკეთესი იყოს და ცოტათი მეტად განვითარდეთ.მივუახლოვდეთ იმ ცივილურ სამყაროს, საითკენაც ვისწრაფვით. მე ყოველთვის იქ ვდგავარ, სადაც ჩემი ხალხი დგას”, _ განაცხადა მაკა ჩიჩუამ.