“აგვისტოში საწვავზე ფასების ზრდა გველოდება”,- ამის შესახებ „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
“რამოდენიმე დღის წინ გამოვთქვით ვარაუდი საავტომობილო გაზზე ფასების მოსალოდნელი ზრდის შესახებ, სამწუხროდ პროგნოზი სრულდება. ახლა გვინდა ვისაუბროთ აგვისტოდან საწვავზე ფასის მომატებასთან დაკავშირებით.
რუსეთის ფედერაცია გეგმავს დროებით აკრძალოს ბენზინის ექსპორტი ქვეყნებიდან – რაც უკვე იქცა შიდა ბაზარზე საწვავის დეფიციტისა და ფასების მკვეთრი ზრდის რეაქციად.
ასეთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა:
1. ფასების რეკორდული ზრდა
სანკტ-პეტერბურგის საქონლის ბირჟაზე, ბენზინ AI-95-ის ფასი 76,000 რუბლამდე (დაახლოებით 960 დოლარი) გაიზარდა, რაც ეროვნული რეკორდია.
2. წარმოების შეფერხებები
რიგი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები გეგმურად გაჩერდა, რამაც შეამცირა საწვავის მიწოდება ბაზარზე.ზოგიც დაიბომბა.
3. შიდა მოხმარება ჭარბობს ექსპორტს
რუსეთის საწვავის წარმოება რთულად აკმაყოფილებს შიდა მოთხოვნას, ხოლო ექსპორტის ზრდამ დამატებით გაამძაფრა დეფიციტი.
აკრძალვა, სავარაუდოდ, გავრცელდება ყველა ტიპის ბენზინის ექსპორტზე, გარდა იმ ქვეყნების, რომლებიც შედიან ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში (ბელარუსი, ყაზახეთი და სხვ.) ან აქვთ ორმხრივი შეთანხმებები რუსეთთან (მაგალითად, მონღოლეთი).
ეს გადაწყვეტილება, წინასწარი ინფორმაციით, 1 აგვისტოდან ამოქმედდება და შეიძლება გაგრძელდეს სექტემბრის ბოლომდე ან მეტიც.
საქართველო და რეგიონის გავლენა
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის რუსეთიდან საწვავის ძირითადი იმპორტიორი, რეგიონში ასეთი ცვლილებები შესაძლოა გავლენას ახდენდეს ფასებზე ან ალტერნატიული ბაზრების საჭიროებაზე. სავარაუდოს ფასები ბენზინზე და საწვავზე 5% ით გაიზრდება”,_ წერს ნიკა შენგელია.