საფეხბურთო კლუბი “ბახმარო” საკუთარი სურვილით დატოვა გუნდის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკა თავბერიძემ.
გუნდის შენარჩუნების პროცესში ნიკას საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის, განსაკუთრებით ცუდი პერიოდი “ბახმაროს” წინა სეზონის დასაწყისში ქონდა, როცა მისი ყოფნა არ ყოფნის საკითხი იდგა კითხვის ნიშნის ქვეშ, მაგრამ მისი ძალისხმევით ყველაფერი დალაგდა და გუნდი გადარჩა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ლიგაში ადგილის შენარჩუნება, რაც მან ძალიან განიცადა და საკუთარი ინიციატივით აღარ ისურვა თანამდებობაზე დარჩენა.
კლუბი მადლობას უხდის ნიკას გაწეული საქმინობისთვის და წარმატებას უსურვებს მის სამომავლო გეგმებში.
ახალი აღმასრულებელი დირექტორის და გუნდში მიმდინარე ცვლილებების შესახებ ეტაპობრივად გაცნობებთ ჩვენი გვერდის საშუალებით, _ ინფორმაციას სკ ბახმარო ჩოხატაურის ფბ გვერდზე გაავრცელეს.




































































