https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    რამდენი ადამიანია საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგული

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

  • 21-ს ქვევით

    კატო ჩხიკვაძემ ,,ოქსფორდის სკოლა საქართველოსთვის” ჩააბარა და აკადემიური სტიპენდია მოიპოვა

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

  • მსოფლიო

    ოსლოში აშშ-ს საელჩოსთან აფეთქება მოხდა

    ირანში ახალი უზენაესი ლიდერი აირჩიეს

    ტრამპმა ირანზე დღეს ძლიერი დარტყმა დააანონსა

    მედია – დუბაის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა

    ირანის პრეზიდენტი განხორციელებული დარტყმების გამო სპარსეთის ყურის სახელმწიფოებს ბოდიშს უხდის

    მედიის ცნობით, ირანმა დუბაის საერთაშორისო აეროპორტი დაბომბა – არიან დაშავებულები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნიკიტა სულელია

14:52; 8.08.2022
ზაფრანი
Share on FacebookShare on TwitterEmail

დღევანდელ მოგონებებში ქართული საზოგადოებისთვის რამდენიმე ნაკლებად ცნობილ ამბავს გაგაცნობთ.

ჩვენი პირველი „სტუმარი“ ნიკიტა ხრუშჩოვი იქნება. ეს ადამიანი საქართველოში დღემდე განსაკუთრებით ეჯავრებათ. ალბათ გახსოვთ, რომ თავის დროზე ნიკიტას ქართველების ციმბირში გადასახლება სურდა.

ეს პიროვნება თავისი არაორდინალური ქცევით ყოველთვის გამოირჩეოდა. არაყი უყვარდა და დათრობის შემდეგ საკუთარ თავზე კონტროლს კარგავდა. სტალინის დროს ნიკიტა იმდროინდელი საბჭოთა „სამეფო კარის“ მასხარას როლს ასრულებდა. როდესაც ქვეყნის პირველი პირი გახდა, უცხოეთში ყოფნისას თავი არაერთხელ შეირცხვინა. თუნდაც ფეხსაცმლის გახმაურებული „საქმე“ გავიხსენოთ, როდესაც აშშ-ში ვიზიტისას ფეხზე გაიხადა და დარბაზში მყოფ პატივსაცემ საზოგადოებას „ტუფლი“ სულ მაგიდაზე უბრახუნა.

წლების განმავლობაში ბატონ ნიკიტასთან სამსახურეობრივი ურთიერთობა საქართველოს ყოფილ პირველ პირს ვასილ მჟავანაძეს ჰქონდა.

ხრუშჩოვი მჟავანაძეს უკრაინიდან იცნობდა. იცნობდა, როგორც გენერალს, უკრაინის უზენაესი საბჭოს დეპუტატს, პატივს სცემდა და ენდობოდა. გარდა ამისა, იცოდა რა მჟავანაძის ბიოგრაფია, უფრო რუს გენერლად მიაჩნდა და, ამდენად, საქართველოს ცეკას პირველი მდივნის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენა მიზანშეწონილად ჩათვალა. ხრუშჩოვს საქართველოში სჭირდებოდა კაცი, რომელიც უპირველესად მოსკოვის ინტერესებს გაატარებდა.

მჟავანაძე იხსენებდა: „შევედი კაბინეტში და ხრუშჩოვი მეუბნება: „საქართველოს ცეკას პირველ მდივნად გიშვებთ!“ რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან ეს ბრძანება იყო. როდესაც მისი კაბინეტიდან გამოვედი, მისაღებში ალექსი ინაური შევნიშნე. ვკითხე, – აქ რას აკეთებ-მეთქი.

– არ ვიცი, – მიპასუხა მან.

მეორე დღეს მოსკოვი-თბილისის რეისზე თვითმფრინავში გვერდიგვერდ აღმოვჩნდით. ისევ ვეკითხები ინაურს: ხრუშჩოვთან რაზე იყავი-მეთქი. ვერ გეტყვით, – ისევ მპასუხობს ინაური და თვითონაც იმავეს მეკითხება – თქვენ რატომღა იყავით? ვერც მე გეტყვით-მეთქი. ასე ჩამოვფრინდით თბილისში. საქართველოს ცეკას ბიურომ ჩვენი კანდიდატურები განიხილა და მეორე დღეს მე საქართველოს ცეკას პირველი მდივნის კაბინეტი დავიკავე, ალექსი ინაურმა კი – სუკის თავმჯდომარის“.

ერთი საინტერესო ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ. წინა საუკუნის 60-იან წლებში მჟავანაძემ საქართველოში თავშესაფარი უკრაინელ ღვთისმსახურებს მისცა.

1960 წელს ხრუშჩოვმა საბჭოთა კავშირში 30 ათასი ეკლესია დახურა. მან ანტიქრისტიანული აქცია პირველად თავის სამშობლოში – უკრაინაში განახორციელა: სუმსკის ოლქში მდებარე სამონასტრო კომპლექსი – გლინსკის მონასტერი დახურა, ღვთისმსახურები კი დაარბია და განდევნა. ისიც ცნობილია, რომ ხრუშჩოვის და, ძმისა და საერო ცხოვრებისგან გარიდებული, უკრაინის ამ მონასტერში მონაზვნად ყოფილა აღკვეცილი. ეკლესიის დარბევის შემდეგ მონაზონ დას თავისი ძმისთვის ასეთი სიტყვებით მიუმართავს: „ნე ზრია ოტეც გოვორილ, შტო ტი დურაკ, ნიკიტა!“ რა ბედი ეწია ხრუშჩოვის მონაზონ დას, ჩვენთვის უცნობია, მაგრამ, გლინსკის მონასტრიდან დევნილ ბერ-მონაზვნებს საქართველოსკენ გამოუწევიათ. ერთ-ერთი დევნილი ღვთისმსახური, მამა ზინოვი, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ეწეოდა საღვთისმსახურო მოღვაწეობას და მალე მიტროპოლიტიც გახდა. სწორედ მამა ზინოვიმ აღკვეცა ბერად საქართველოს მომავალი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე.

ნიკიტა ხრუშჩოვს ქართველები სძულდა. ამ მიზეზის გამო თბილისის მეტროს მშენებლობა სასტიკი „პარტიზანული“ მეთოდებით ხორციელდებოდა. სტალინის გარდაცვალების შემდეგ თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობა შეწყვიტეს. ვასილ მჟავანაძის მეცადინეობით გაფორმდა მაღაროების დაკონსერვება და ამისთვის თანხები გამოიყო, სინამდვილეში კი მეტროს მშენებლობა მიმდინარეობდა და 1966 წლის 11 იანვარს პირველი რიგი გაიხსნა: „თავისუფლების მოედანი“ – „ვაგზალი“.

რაც შეეხება სპორტის სასახლეს. ეს ნაგებობა მაშინ აშენდა, როდესაც ხრუშჩოვმა მთელ საბჭოთა კავშირში აკრძალა სპორტული და კულტურული ობიექტების მშენებლობა. ამიტომაც, სპორტის სასახლე ცოტათი მიწაშია ჩასმული, რათა ძალიან თვალში საცემი არ ყოფილიყო – ეს საგანგებოდ გაკეთდა.

ხრუშჩოვი 1961 წელს ჩამოვიდა საქართველოში და სპორტის სასახლეც დაათვალიერა. მოგეხსენებათ, სპორტის სასახლის შესასვლელი და კიბეები მარმარილოსი გახლავთ. ხრუშჩოვს რომ არ შეემჩნია მარმარილოს კიბეები, შავად შეღებეს, მაგრამ, ვის მოატყუებდი – ხრუშჩოვს ისეთი თანაშემწეები ჰყავდა, უმალ შენიშნეს და მოახსენეს კიდეც. სტადიონის მშენებლობაც პარტიზანულად განხორციელდა: საქართველოს მთავრობამ გაიტანა პროექტი კაპიტალური რემონტის ჩატარებაზე, რისთვისაც ორი მილიონი მანეთი გამოგვიყვეს, მაგრამ, ძველი სტადიონი, ფაქტობრივად, დაინგრა და აშენდა ახალი, რომელიც 9 მილიონი მანეთი დაჯდა. რა თქმა უნდა, ახალი სტადიონის აშენება ცენტრს არ გამოჰპარვია და ეს საკითხი ოცდამეორე ყრილობაზე ხრუშჩოვის მოხსენებაში იყო შეტანილი, მაგრამ, მჟავანაძემ დაურეკა მას, ვინც მოხსენებას წერდა და ეს თემა საერთოდ ამოიღეს. ამ საქმემ მსუბუქად ჩაიარა“.

ნება მომეცით დღევანდელ „პოლიტიკურ მოგონებებს“ სახალისო ელფერი შევძინო. გაგიკვირდებათ და ხრუშჩოვის პირადი დაცვის ერთ-ერთი წევრი ქართველი გახლდათ. „კოლორიტულ“ ნიკიტაზე საუბარს ვიცე-პოლკოვნიკი დემურ ლოლაშვილის ერთი სახალისო მოგონებით დავასრულებ.

„უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ვართ. ხრუშჩოვის კორტეჟი საგულდაგულოდ გადაკეტილ ცენტრალურ მაგისტრალზე მისრიალებს და ჩვენ, მისი დაცვის წევრები მომდევნო მანქანით მივყვებით. უცებ ჩვენი უფროსის, ლიტოვჩენკოს ხმა მოგვესმა. მიკროფონით მოგვმართავდა:

– ბიჭებო, მოემზადეთ. პირველი აღმოსავლური ბაზრის დათვალიერებას აპირებს, როგორც კი ჩვენი მანქანა შეჩერდება, თქვენც მზად იყავით და გამოგვყევით.

და, მართლაც, ხრუშჩოვის „ჩაიკა“ ტაშკენტის ბაზრის წინ გაჩერდა, იქიდან ხრუშჩოვი გადმოვიდა და მისთვის ჩვეული ენერგეული ნაბიჯებით შეიჭრა ხალხმრავალ ბაზარში. ჩვენც, რა თქმა უნდა, უკან ავედევნეთ მას და ყოველ წამს ვიყავით მზად, პირველი (ასე ვეძახდით ხრუშჩოვს) საკუთარი სხეულით დაგვეცვა. ნიკიტა კი უდარდელად მიმოდიოდა დახლებს შორის და გლეხებს ესაუბრებოდა. უცებ ხრუშჩოვი ერთი ტენტიანი, ღია შენობის წინ შეჩერდა, რომლის შუაგულშიც ექვსი უხუცესი მამაკაცი იჯდა და რიგ-რიგობით ჩილიმს ეწეოდნენ. ნიკიტა მათთან მიიჭრა, მიესალმა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხნის დანებებული ჰქონდა თამბაქოს წევისთვის თავი მათ შორის ჩაჯდა და თქვა: მშვიდობის ჩიბუხს მეც სიამოვნებით მოვწევო. რა თქმა უნდა, ნიკიტას ჩილიმი მიაწოდეს. მანაც ორი ნაფაზი დაარტყა, შემდეგ ბარბაცით წამოდგა და რის ვაი-ვაგლახით მივიდა „ჩაიკამდე“, შიგნით ჩაჯდა და გულიც აერია… საქმე კი ის იყო, რომ ტაშკენტის ბაზრის შუაგულში მოკალათებული უხუცესები მშვიდობის ჩიბუხის ნაცვლად, მარიხუანას ეწეოდნენ და ხრუშჩოვმაც რომ იგივე გაიმეორა, საკმაოდ სერიოზული ნარკოტიკული მოწამვლა მიიღო“.

ნიკიტა ხრუშჩოვის შემდეგ საუბარს ედუარდ შევარდნაძეთი გავაგრძელებ. იცით თუ არა რომ „ვარდების რევოლუციის“ დღეებში ამ პიროვნებამ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება საკუთარი მეუღლის რჩევით მიიღო. სიტყვას ბატონ ედუარდს გადავცემ.

„რაც შეეხება ჩემი პრეზიდენტობიდან წასვლას. ნანულიმ იცოდა, რომ ასე მოხდებოდა. კიდევ ერთხელ გავიხსსენებ იმ დღეს.

გავხსენი სხდომა, სიტყვით გამოვედი. არ მაცალეს დამთავრება. შემოიჭრნენ და დაიკავეს ჩემი ადგილი პრეზიდიუმში. სასწრაფოდ გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. მთავარსარდალი ვიყავი, ჯარი, პოლიცია მე მემორჩილებოდა. ჩავჯექი მანქანაში. სახლში მივდიოდი და ვფიქრობდი, კი გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა, მაგრამ ხვალ შეიძლება შეჯახება მოხდეს და სისხლი დაიღვაროს-მეთქი.

ნანული უკვე ავად იყო. მივედი სახლში და მეუბნება, კარგად ვიცი, რა არის საგანგებო მდგომარეობა, სისხლი გინდა დაღვაროო. ვუთხარი, ნანული, რატომ გგონია, შენ ფიქრობ და მე არ ვფიქრობ. ამაზე უკვე ვიფიქრე და გადაწყვეტილებაც მივიღე. თუ საჭირო გახდა, გადავდგები. მხოლოდ შენ შეეგუე ამას-მეთქი. ყველანაირ გადაწყვეტილებას შევეგუები, გარდა სისხლისღვრისაო.

მეორე დღეს დავიბარე ოპოზიცია. პირველმა ზურამ დაიწყო. ყველაზე მეტად მას უჭირდა, ცრემლებიც კი შევნიშნე მის თვალებში. რვა წელი ვიმუშავე თქვენთან და ხომ წარმოგიდგენიათ, რა ძნელი სათქმელია ჩემთვის ეს, მაგრამ ყველაზე მშვიდობიანი და უკეთესი თქვენი გადადგომა იქნებოდაო. მაშინ დროს ნუღარ დაკარგავთ, ახალგაზრდები ხართ, ნიჭიერები და აბა, თქვენ იცით-მეთქი“.

„ახალგაზრდები“ და მათი „მიშიკო“ ლიდერი ქვეყნის სათავეში კი მოვიდნენ, მაგრამ საქართველოს რა ხეირიც დააწიეს, ეს დღეს ყველამ შესანიშნავად იცის. ისე, იმ თბილისურ საღამოს ქალბატონ ნანულის მეუღლისთვის გადადგომა რომ არ ერჩია, საინტერესოა ბოლო ათწლეულის საქართველოს ისტორია როგორ წარიმართებოდა.

გიორგი გაჩეჩილაძე

ავტორი

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ზაფრანი

„სარეკორდო სპექტაკლი“

11:52; 8 მარტი, 2026
ზაფრანი

„მესხი-კალოევის დუეტი“- ამბავი, რომელიც ნოდარ ახალკაცის კაბინეტში მოხდა

11:25; 8 მარტი, 2026
ზაფრანი

„არასაფეხბურთო ამბავი“

10:39; 8 მარტი, 2026
ზაფრანი

„არ დაა-კლებ-თ?“ – როგორ აჩუქა მეცხვარემ „ჯაპანას“ ცხვარი ბავშვის ერთი კითხვის გამო

10:27; 8 მარტი, 2026
ზაფრანი

ვინ აბამს სამსახურში რომანებს 

11:18; 7 მარტი, 2026

რომელია ქალისთვის ყველაზე საშიში პროფესია?

ქვეყნები, სადაც მასობრივად ლამაზი ქალები ცხოვრობენ

ყველა სიახლე

საზოგადოება

ინტენსიური თოვა და ქარბუქი გზაზე – სად დაწესდა მოძრაობაზე ნაწილობრივ შეზღუდვა

7:58; 9.03.2026
სპორტი

ოზურგეთელმა სპორტსმენებმა ღია პირველობიდან კიკბოქსინგში შინ 7 ოქროს მედალი წამოიღეს

20:14; 8.03.2026
პოლიტიკა

სახალხო დამცველი: 2025 წელს გამოვლინდა 12 ქალის მკვლელობის და 21 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი

19:36; 8.03.2026
სამართალი

შსს-ში სოფელ აღაიანში ავტოსაგზაო შემთხვევისა და შემდგომ მომხდარი ინციდენტის დეტალებს განმარტავენ

18:42; 8.03.2026
მსოფლიო

ოსლოში აშშ-ს საელჩოსთან აფეთქება მოხდა

18:12; 8.03.2026
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ ფინალში იასპარეზებს

18:01; 8.03.2026
სამართალი

რუსთავში მამაკაცი დააკავეს

17:32; 8.03.2026
პოლიტიკა

“მე ვიქნები ის ადამიანი, ვინც ნამახვანჰესის პროექტს დააბრუნებს” – ქვრივიშვილი

16:45; 8.03.2026
პოლიტიკა

ქალთა ციხესთან სარვამარტო პროტესტი გაიმართა

16:18; 8.03.2026
საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამშობლოში მოქალაქეთა უსაფრთხოდ დაბრუნება დასრულდა

15:29; 8.03.2026
მსოფლიო

ირანში ახალი უზენაესი ლიდერი აირჩიეს

15:14; 8.03.2026
პოლიტიკა

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში სასამართლოში დაკითხვაზე თინა ხიდაშელი მივიდა

12:50; 8.03.2026
პოლიტიკა

კობახიძე: Eagle hills-ის ინვესტიციაზე იყო დიდი კამპანია, ე.წ. არაბიზაციასთან დაკავშირებით, რაც ჩავარდა

12:25; 8.03.2026
ზაფრანი

„სარეკორდო სპექტაკლი“

11:52; 8.03.2026
ზაფრანი

„მესხი-კალოევის დუეტი“- ამბავი, რომელიც ნოდარ ახალკაცის კაბინეტში მოხდა

11:25; 8.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ყველაფერი თავზე დაამხო, გატლეკილი და გაფარჩაკებული დატოვა…” – რას წერს გია ხუხაშვილი?

11:35; 4.03.2026
0

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო