არ მინახავს მისი ფაფის ჭამა, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისი თქმით, მიირთმევს თუ არა ექსპრეზიდენტი ფაფებს, რის შესახებაც იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, შეუძლიათ ჰკითხონ პენიტენციური დაწესებულების ბადრაგებს.
„არ ვიცი, არ მინახავს მისი ფაფის ჭამა. არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო იუსტიციის მინისტრს, არ მინახავს მე ფაფა. ჰკითხეთ ბადრაგს, ციხის ექიმებს და ექთნებს, იქ ბევრი ხალხია, ყველგან კამერებია“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს იღებს.